საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ჩემპიონატის ბომბარდირი მიკაელ პოტე (ომონია) დააჯილდოვა, ცერემონიალის შემდეგ კი კვიპროსულ მედიას გაესაუბრა.
ქეცბაიამ, ძირითადად, კვიპროსულ ფეხბურთზე, მის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა საკუთარ კარიერაზეც თქვა:
"ახალი სეზონიდან ახალ გუნდს ჩავუდგები სათავეში და ეს გუნდი უცხოური იქნება. იმედი მაქვს - ინგლისური. რაც შეეხება კვიპროსში მუშაობას, მომავალში არც ამას გამოვრიცხავ".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქეცბაია "ნიუკასლის" შესაძლო თავკაცთა სიაში ფიგურირებდა.