ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა გოლითაც გამოიჩინა თავი აეკ-ის კარში.
"ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის ევროსაგზურის მოპოვება.
ოთხი ტური დარჩა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ქულების მოპოვებას. აეკ-ი ჩვენი კონკურენტია და მნიშვნელოვანია, რომ მასთან თამაში არ წავაგეთ", - განაცხადა ლობჟანიძემ.