"ანორთოსისს" თბილისის "დინამოდან" გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება სურს

AutoSharing Option
კვიპროსული მედია ადასტურებს "ლელოს" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნის ჩემპიონატის ბინადარ "ანორთოსისს" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრისა და ეროვნული გუნდის კანდიდატის, გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება სურს.

ამის შესახებ kerkida.net წერს. 19 წლის პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია.

შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად, კვიპროსელთა სამიზნე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, დინამოელი ოთარ კაკაბაძეცაა. წყაროს ცნობით, პაპუნაშვილის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი კლუბის ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორი ტედ ვან ლეუვენია.

"ანორთოსისის" ლიდერებად ჩვენებური ნახევარმცველები - გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ითვლებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პაპუნას ხელი არდაადოთ ....
mixa
14:27 04-05-2015
0
papuna dinamoshi rchebaa xeli ardaadot mag kacs
mixushkebiii
14:28 04-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული