ამის შესახებ kerkida.net წერს. 19 წლის პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია.
შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად, კვიპროსელთა სამიზნე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, დინამოელი ოთარ კაკაბაძეცაა. წყაროს ცნობით, პაპუნაშვილის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი კლუბის ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორი ტედ ვან ლეუვენია.
"ანორთოსისის" ლიდერებად ჩვენებური ნახევარმცველები - გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ითვლებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"