გურამ კაშია "ფეიენოორდთან" საიუბილეო მატჩზე მისი დიზაინით დამზადებული სამკლავურით გამოვა

AutoSharing Option
10 მაისს ჰოლანდიის ერედივიზიეში "ფეიენოორდი" არნემის "ვიტესს" მასპინძლობს.

სტუმართა რიგებში სასტარტოში იქნებიან ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია.

ეს თამაში მნიშვნელოვანია გუნდის ქართველი კაპიტნისთვის - გურამ კაშია 150-ედ მოირგებს "ვიტესის" მაისურს.

ქართველი სპეციალურად ამ თამაშისთვის განსხვავებული კაპიტნის სამკლავურით გამოვა:

კაშიას დებიუტი "ვიტესში" 2010 წლის სექტემბერში შედგა "ბრედას" წინააღმდეგ. კაშიამ 2011/12 წლების სეზონის წინ იონ ვან დენ ბრომისგან გადაიბარა კაპიტნობა.

"მე მიყვარს თანაგუნდელების დახმარება მოედანზე და მის გარეთ. ნამდვილი ლიდერი ასეც უნდა იქცეოდეს. ბევრი სამკლავური მაქვს შენახული მნიშვნელოვანი თამაშების მოსაგონებლად.

"ფეიენოორდთან" თამაშზე
სპეციალურად ჩემი დიზაინით დამზადებული სამკლავურით გამოვალ. იდეა იმაში იყო, რომ სამკლავურზე ყველას სახელი დაიწეროს, ვისთან ერთადაც "ვიტესში" მითამაშია", - განუცხადა კაშიამ VitesseTV-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული