ლეგიონი: ვაკოს გოლმა "ფეიენოორდის" მეკარე გაშტერებული დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიონში "ვიტესმა" "ფეიენოორდს" სტუმრად 4:1 მოუგო. მატჩის მე-12 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა კი ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და საჯარიმოს გარედან თავზე გადაუგდო ბურთი (მე-9 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყაზაიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რაც შეეხება გურამ კაშიას, ვისთვისაც ეს 150-ე მატჩი იყო "ვიტესის" შემადგენლობაში, მან სრულად ითამაშა.

* * *
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინის ჩემპიონატში ხარკოვის "მეტალისტის" კარი აიღო (მე-40 წუთი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გუნდთან მისმა "ვოლინმა"
3:3 ითამაშა. კობახიძე 75-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
რუსეთის ჩემპიონატში უცნაური მარცხი იწვნია "სპარტაკმა", რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა ვერ შეირგო და "ტერეკთან" 2:4 დათმო. ჯანო ანანიძემ მინდორზე ბოლო 5 წუთი გაატარა.

ამ ქვეყნის პირველ დივიზიონში კი "სკა ენერგიამ" გასვლაზე 2:1 მოუგო სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". ყვითელი ბარათი მიიღო გოგიტა გოგუამ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა.

* * *
ლატვიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "სკონტომ" შინ 4:1 მოუგო "დაუგავპილსს". თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა მცველმა ლევან მახარაძემ.

* * *
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "კუპსი" გასვლაზე განადგურდა სიკ-თან - 0:5. სირბილაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიტესის ლიდერად იქცა ბიჭი, გოლები და საგოლეებს იძლევა ლამის ყოველ თამაშში და იქნებ სკამზე მჯდომიარე ანანიძე და გავარდნის პირას მოტამაშე ყენიას ანდეთ ნაკრები. ვაკო საუკეთესოა დღევანდელ ფეხბურთელებიდან, ფორმითაც და თამაშითაც. რაც მთავარია ბიჭს გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს და იცის როგორ გაიმარჯვოს.
ტყეშელაანთ გიჟი
13 მაისი 2015 11:40
0
ცხადაძემ კიდე უნდა ათამაშოს სასტავში, ყენიას და ჭანტურიას მაგრად ჯობია!
თბილისი
12 მაისი 2015 11:43
0
ვაკო და მჭედლიძე აი ეს ორი ნამდვილი მოთამაშე
დანარჩენები ყველა საცოდავი ვაი-ფეხბურთელები
soso
12 მაისი 2015 10:54
0
გავარტყი რონალდოსაც და მესისაც თუ გინდათ, ეს არის გიჯური გოლი რომლისაც ზემოთ ნახსენებს ორივეს სეშურდებოდათ,,მაგარი ბიჭი ხარ ვაკოოოო,,მიდი ლომოოოოოოო
giorgi
12 მაისი 2015 10:10
0
ვაკო ჯიგარი ხარ, გააგრძელე ჩვენი გახარება. ეს ბიჭი წელს თუ არა მომავალ წელს უეჭველი ტოპ ლიგაში გადავა, თუ რა თქმა უნდა შრომას და პროგრესს გააგრძელებს. წარმატებები ქართულ ლეგიონს!
georgiano
12 მაისი 2015 03:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული