გურამ კაშია: მესამე ადგილი? ეს იქნება სასწაული

AutoSharing Option
11 მაისს არნემის "ვიტესმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა როტერდამის "ფეიენოორდი". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა შორეული დარტყმით. ეს 22 წლის ნახევარმცველის მეცხრე გოლია ჩემპიონატში და მე-15 "ვიტესის" მაისურით.

კაპიტანმა გურამ კაშიამ 150-ე მატჩი გამართა "ვიტესის" მაისურით. როგორც შეგვპირდა, კაშია სპეციალური სამკლავურით გავიდა მოედანზე, რომელზეც არა მარტო თანაგუნდელების სახელები ეწერა, არამედ ოჯახის წევრების, ყოფილი მწვრთნელების და ყოფილი თანაგუნდელების. აგრეთვე - ჰოლანდიისა და საქართველოს დროშები. 

"მესამე ადგილი? ეს იქნება სასწაული. მოდი, მხოლოდ ჩვენ-ჩვენს მოსაგებ მატჩზე ვიფიქროთ და ვნახოთ, რა მოხდება. გამარჯვებით კი უზომოდ
გახარებულები ვართ", - განაცხადა გურამ კაშიამ FOX Sports-თან ინტერვიუში.

"ამ სამკლავურზე იმ ხალხის სახელებია დაწერილი, რომელთა მხარდაჭერას ამ ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი. კლუბი ყოველთვის დიდი პატივისცემით მექცეოდა. დიახ, მე შემგროვებელი ვარ და ამ სამკლავურს აუცილებლად შევინახავ", - განაცხადა კაშიამ.

სხვათა შორის, ზუსტად იმ მომენტში, როცა FOX Sports-ი კაშიას ინტერვიუს იწერდა, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ჩოჩქოლი ატყდა. ჰოლანდიური მედიის ცნობით, "ვიტესის" და "ფეიენოორდის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს. ცნობილია, რომ ჩხუბი არნემელმა ზაქარია ლაბიადმა და როტერდამელმა კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა წამოიწყეს, თუმცა კიდევ ვინ მონაწილეობდა არეულობაში, უცნობია.

ბოლო ტურის წინ "ვიტესი" 57 ქულით მეხუთე ადგილზეა და 17 მაისს "უტრეხტს" მასპინძლობს. მესამე-მეოთხე ადგილებზე "ფეიენოორდი" და "ალკმაარი" არიან 59-59 ქულით. ჰოლანდიაში მესამეადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს ევროპალიგის საგზურს, მე-4-მე-7 ადგილებზე გასულები კი ამ საგზურისთვის პლეი ოფში ითამაშებენ.

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: ვაკოს გოლმა "ფეიენოორდის" მეკარე გაშტერებული დატოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არარი დრო ვაკო სასტავავში ვიხილოთ...
ლევან
20:22 12-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული