"აიაქსში" უნდა რცხვენოდეთ! შოთა არველაძემ ამსტერდამელებს სასამართლო დავა მოუგო

AutoSharing Option
ამსტერდამის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე ამსტერდამის "აიაქსსა" და შოთა არველაძეს შორის. კლუბი ქართველს 1,5 მილიონ ევროს ედავებოდა.

ჰოლანდიის საგადასახადო უწყება "აიაქსს" არველაძის ტრანსფერის თანხას ედავებოდა, კლუბში კი მიიჩნიეს, რომ ეს თანხა თავად ფორვარდს უნდა გადაეხადა.

წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი 11 მაისს დასრულდა, სასამართლომ ფეხბურთელი გაამართლა და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ახლა "აიაქსი" ვალდებულია, სახელმწიფოს გადაუხადოს 1,5 მილიონი ევრო ქართველი ფეხბურთელის ძველი ტრანსფერიდან.

სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ "აიაქსი" ვალდებულია, არველაძეს დაუფაროს სასამართლო ხარჯები.

"დიდი ხანი ვიბრძოლეთ ამისთვის და ახლა არველაძის ოჯახში
ბედნიერებაა. ახლა ჩაიხედოს "აიაქსმა" სარკეში და შერცხვეს, რასაც იქ დაინახავს - შოთას სანაცვლოდ მათ "რეინჯერსისგან" 12 მილიონი ევრო მიიღეს. შოთამ, უბრალოდ, არ დაიმსახურა მათგან ასეთი მოქცევა.

"აიაქსის" ძველი და ახალი მმართველობა არცთუ ფრთხილი გამოდგა", - განაცხადა რობ კოჰენმა, არველაძის ადვოკატმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვააა მალადეც არველაძეები,ამსტერდამშიც ჩალიჩობენ.იქნებ ჰააგაში ან ინტერპოლში აჩალიჩდნენ.მთავრობააა!გამოიყენე შანსი,თქვე ....!
batonchik
07:41 14-05-2015
0
მესიამოვნა
გოგა
01:02 14-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული