ამ მოგების შემდეგ "სკა-ენერგიამ" თავი დააღწია გასავარდნ ზონას 33 ქულით.
Spb.Sovsport.ru-მ გოგიტა გოგუასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა:
- არც ისე იოლი გამარჯვება გამოვიდა, არა?
- დიახ, როცა დაცვიდან მოთამაშე გუნდს ხვდები, მუდამ ასეა. ტაიმის მიწურულს გაგვიტანეს და კიდევ უფრო დაგვიმძიმდა სიტუაცია. საერთო ჯამში, თანაბარი თამაში იყო, ჩვენ გვქონდა ტერიტორიული უპირატესობა.
- ძნელია აუტსაიდერთან სათამაშო განწყობის
- დიახ, მეტოქეს პრობლემები აქვს, მაგრამ არა მგონია, ჩვენზე მეტი პრობლემა ჰქონდეთ.
- თქვენ შტატიანი პენალტისტი ხართ, პენალტი კი ნათან ჯუნიორმა დაარტყა...
- დღეს მან მთხოვა და უარი არ მითქვამს. როცა ადამიანი თავის თავში ასეთი დარწმუნებულია, არ შეიძლება, არ დაუთმო. რომც აეცილებინა, არაფერს ვეტყოდი.
- ამ მოგებით გასავარდნი ზონიდან ამოხვედით. შეინარჩუნებთ ადგილს ლიგაში?
- კარგია, მაგრამ ჩვენ ისევ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. შინ შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვუგოთ.