"სკა ენერგიამ" ალადაშვილის, რუხაიას და ჟუნიორის გოლებით მოიგო

AutoSharing Option
რუსეთის პირველ ლიგის XXXII ტურში გამარჯვება იზეიმა ქართველი ლეგიონერების "სკა-ენერგიამ", რომელმაც 16 მაისს, ხაბაროვსკში, კრასნოდარის "ენისეის" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა სამი გოლიდან ორი ქართველების ანგარიშზეა - კახა ალადაშვილმა 32-ე წუთზე ანგარიშით გახსნა, გუჯა რუხაიამ კი 85-ზე გაიტანა და გუნდი მეორედ დააწინაურა. "ენისეის" კარი მესამედ რუსულ კლუბში გორის "დილადან" გადასულმა ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა (90+2) აიღო.

ამ შეხვედრაში 88-ე წუთამდე ითამაშა გოგიტა გოგუამ.

"სკა ენერგია" რუსეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული