აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა სამი გოლიდან ორი ქართველების ანგარიშზეა - კახა ალადაშვილმა 32-ე წუთზე ანგარიშით გახსნა, გუჯა რუხაიამ კი 85-ზე გაიტანა და გუნდი მეორედ დააწინაურა. "ენისეის" კარი მესამედ რუსულ კლუბში გორის "დილადან" გადასულმა ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა (90+2) აიღო.
ამ შეხვედრაში 88-ე წუთამდე ითამაშა გოგიტა გოგუამ.
"სკა ენერგია" რუსეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-14 ადგილზეა.