"ნაპოლისთან" შეხვედრაში ("დნიპრომ" 1:0 მოიგო და ფინალში გავიდა) საქართველოს ნაკრების ლიდერის გარჯა ასე შეფასდა: "წვიმაში გამართულ მატჩში კანკავამ სრულად გამოავლინა თავისი დადებითი თვისებები. ის "ნაპოლის" შეტევებს ანეიტრალებდა, შესანიშნავად უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს", - ვკითხულობთ უეფას საიტზე.
"ლელო" უკრაინაში შეეხმიანა ჯაბა კანკავას. "დნიპროს" საყრდენ ნახევარმცველს ევროპალიგის
- მადლობა მოლოცვისა და თბილი სიტყვებისთვის. ფინალში კი გავედით, მაგრამ მთავარი მატჩი წინაა, - გვითხრა ჯაბამ საუბრის დასაწყისში.
- შეაფასეთ "ნაპოლისთან" ორმატჩიანი დუელი. მეტოქის ვარსკვლავური შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა "დნიპროს" ფინალში გასვლას...
- პირველ შეხვედრაში გაგვიმართლა. იქ მეტოქე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ.
- ფინალში "სევილია" გელით, გუნდი, რომელსაც უკვე აქვს ამ ტურნირში გამარჯვების გამოცდილება...
- "სევილია" რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ეს მიმდინარე ევროპალიგის გათამაშებიდანაც ჩანს და ესპანეთის ჩემპიონატიდანაც, მაგრამ ფინალი ფინალია, ერთი თამაშია და ყველაფერია შესაძლებელი. ორივე გუნდის მოტივაცია უდიდესი იქნება...
- ერთი ნაბიჯი გრჩებათ თბილისურ სუპერთასამდე...
- მთელი გუნდი თავს დადებს იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგას...
- თქვენ მიერ მიღებული ყვითელი ბარათები უქმდება?
- კი, უქმდება. ასე რომ, ფინალის გამოტოვება არ მემუქრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ძალიან გამიხარდება შენი წარმატება!
მიაწექით ბოლომდე!