პირველი ქართველი კალაძის შემდეგ - ჯაბა კანკავა ევროპალიგის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა კახა კალაძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ევროთასების ფინალში ითამაშებს - 27 მაისს ვარშავის "ნაროდოვიზე"ევროპალიგის შარშანდელ გამარჯვებულს ქართველი ფეხბურთელის "დნიპრო" დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა იტალიური "ნაპოლი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ქართველი კალაძის მერე
2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათენში გაიმართა, "მილანმა" 2:1 დაამარცხა "ლივერპული" და ტიტული მოიპოვა. იმ შეხვედრაში "მილანის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კახა კალაძე მე-80 წუთზე შეუშვა მოედანზე ჩეხი მარეკ იანკულოვსკის ნაცვლად.

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ანჩელოტი ახლა "რეალს" წვრთნის, კალაძე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ ამ
ხნის განმავლობაში 14 ფინალი გაიმართა ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა) და მათში არც ერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია.

და აი, გუშინ, 14 მაისს, "დნიპრომ" "ნაპოლის" კიევში უმასპინძლა და გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ 1:0 დაამარცხა იევჰენ სელეზნიოვის გოლის წყალობით. ორი მატჩის ჯამში, ამ ნახევარფინალურ წყვილში უკრაინულმა გუნდმა მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასების ფინალში.

ჯაბა კანკავამ 90 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. რაფა ბენიტესის ვარსკვლავებით დახუნძლული "ნაპოლი" კი უსახელოდ დაემშვიდობა ტურნირს. სხვათა შორის, 2007 წლის ფინალში "ლივერპულს" სწორედ რაფა ბენიტესი წვრთნიდა...

მეორე ნახევარფინალური დუელი კი მეტად არათანაბარი გამოდგა - შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნაი ემერის "სევილიამ" ფლორენციაშიც მოუგო "ფიორენტინას", ამჯერად 2:0 და ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა. გოლები კარლოს ბაკამ და დანიელ კარიშომ გაიტანეს.

მაშ ასე, ფინალში ესპანურ-უკრაინული დუელი გველის. თბილისში ჩამომსვლელ პოტენციურ გუნდთა რიცხვი კი ოთხამდე შემცირდა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი ფეხბურთელის გუნდიცაა.

ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
14 მაისი
დნიპრო-ნაპოლი 1:0 (1:1)
გოლი: 1:0 სელეზნიოვი (58)
დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა, ფედორჩუკი - ლუხკევიჩი (67. ნასიმენტო), როტანი, კონოპლიანკა (86. გამა) - სელეზნიოვი (75. კალინიჩი)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, ღულამი - დ. ლოპესი (79. ენრიკე), ინლერი - კალეხონი, გაბიადინი (55. ჰამშიკი), ინსინიე (61. მერტენსი) - იგუაინი
გაფრთხილება: მატოსი, ფედეცკი, სელეზნიოვი, კანკავა, ნასიმენტო, ბოიკო - გაბიადინი, ღულამი, კალეხონი
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-17 (7-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.

ფიორენტინა-სევილია 0:2 (0:3)
გოლები: 0:1 ბაკა (22), 0:2 კარიშო (27)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - სავიჩი, ბასანტა (46. პასკუალი), გ. როდრიგესი, მ. ალონსო - ბ. ვალერო (85. ლაძარი), პისარო, მ. ფერნანდესი (67. ბადელი) - სალაჰი, ილიჩიჩი, ხოაკინი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. მორენო, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - მბია, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, ბანეგა (55. იბორა), ვიტოლო (74. რეიესი) - ბაკა (70. გამეირო)
შენიშვნა: ილიჩიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (67)
გაფრთხილება: პისარო, სავიჩი, ვალერო - ბანეგა
კუთხური: 16-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 27-5 (6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
კანკავამ თუ ითამაშა ფინალი-იქნება მეთოთხმეტე
გიტო
12:39 17-05-2015
0
უკრაინულად ასეა
იევჰენ
15:21 15-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული