ლევან ყენია: ყველაფერი ისე გამომივიდა, როგორც ჩავიფიქრე [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს პრაღის "სლავიამ" შინ "დუკლა" დაამარცხა - 2:0. ლევან ყენიამ ამ შეხვედრაში დიდებული გოლი გაიტანა - 36-ე წუთზე ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, დრიბლინგით წინ წაიწია და აუღებლად დაარტყა. ეს 24 წლის ქართველის მეორე გოლია ჩეხეთის ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ "სლავიას" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენებურთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- თქვენ დღეს მაღალი კლასის გოლი გაიტანეთ, რომელიც თავიდან ბოლომდე თქვენვე შექმენით...
- როცა ბურთი მივიღე, დავინახე, რომ შემეძლო სწრაფად წინსვლა. შემდეგ დავინახე, რომ მეკარე ოდნავ წინ იყო გამოსული და დავარტყი.

- თქვენ
წინასწარ იცოდით, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა?
- დიახ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მსურდა.

- მეორე ტაიმში, როცა შეგცვალეს, დაღლილი ჩანდით...
- დიახ, ასე იყო. მოსამატებელი მაქვს, მეორე ტაიმშიც ისევე აგრესიულად და სწრაფად უნდა ვითამაშო, როგორც პირველში.

- შეცვლა თავად ითხოვეთ?
- არა, მწვრთნელმა გადაწყვიტა, ჩემი თამაში უკვე აღარ იყო იდეალური. შესაძლოა, ჯერ მზად არ ვარ, 90 წუთი ვითამაშო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვუმატებ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

- "სლავია" საბოლოოდ გადარჩა დაქვეითებას. წარმოიდგენდით, რომ კლუბს თითქმის ბოლომდე მოუწევდა ბრძოლა?
- არ ვიცი. კარგი გუნდი გვყავდა და სეზონის დასაწყისში იმედი გვქონდა, რომ მეხუთე ადგილზე მაინც გავიდოდით, მაგრამ ფეხბურთი გამოუცნობია, ამიტომაც ახლა მე-13 ადგილზე ვართ.

- იცით თუ არა, რომ "სლავია" აქამდე "დუკლასთან" არ დამარცხებულა?
- არა, თქვენგან შევიტყვე. იმედია, ეს სერია, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდება.

- სხვა თამაშებიდან იღებდით ინფორმაციებს?
- არა და პირველი ტაიმის შემდეგაც არ გვიკითხავს. მთავარი იყო, ჩვენ მოგვეგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული