ორი ქართველი უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
ua-football.com-მა უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა.

სიმბოლურში მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომლის "დნიპროც" სტუმრად კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. ჯაბამ სასტარტოში ითამაშა და ის შესვენებაზე შეცვალეს.

"ჯაბა კანკავა - მეორედ სიმბოლურში - მართალია, ქართველმა ლეგიონერმა "დინამოსთან" მხოლოდ საწყისი 45 წუთი ითამაშა, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ტურის ცენტრალურ დუელში. მოედნის ცენტრში ჯაბას ტოლ-სწორი არავინ ჰყავდა, დიდი ძალისხმევით ის იგებდა ორთაბრძოლებს და კიეველებს შეტევების წამოწყების უფლებას არ აძლევდა.

აღვნიშნავთ, რომ ჯაბა ლამის
ერთადერთია "დნიპროში", რომელიც მჭიდრო გრაფიკით თამაშობს, კვირაში ორჯერ, სხვებს დასვენების მეტი შანსი ეძლევათ. მარკევიჩი მას ყველა ტურნირზე ენდობა", - წერს საიტი.

სიმბოლურშია "ვოლინის" ნახევარმცველი სანდრო კობახიძეც. მისმა გუნდმა შინ "ჰოვერლას" მოუგო 4:2, ხოლო სანდრომ მე-7 წუთზე ბრწყინვალე გოლით გახსნა ანგარიში.

"სანდრო კობახიძე - პირველად სიმბოლურში - სანდრო კობახიძემ "ჰოვერლასთან" თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. უჟგოროდელთა საჯარიმოში ის ხშირად აწვდიდა ბურთებს, ატყუებდა მცველებს, ურტყამდა კარში. სანდრომ ერთხელ გაიტანა და დაეხმარა თანაგუნდელებს გატანაში. მისი აქტიურობა მცველებს მუდმივად ტონუსში ამყოფებდა. მეტოქემ კობახიძის საწინააღმდეგოდ ვერაფერი მოიფიქრა", - წერს საიტი.

სიმბოლური ნაკრები ua-football.com-ის ვერსიით
Sportall.Ge


***
football.ua-ს მიერ შედგენილ სიმბოლურში კი მხოლოდ სანდრო კობახიძე მოხვდა.

"მეტალისტთან" 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ მწვრთნელმა კვარციანიმ რამდენიმე არცთუ სასიამოვნო სიტყვა თქვა ქართველი ლეგიონერის თამაშის მიმართ, მაგრამ "ჰოვერლასთან" მას ისევ ენდო და არც შემცდარა. კობახიძე მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა, გოლი გაიტანა და მერე ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა სტუმართა დაცვას".

სიმბოლური ნაკრები football.ua-ის ვერსიით
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული