უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ჯერ არ გამოქვეყნებულა, აი, წინა, 24-ე ტურში კი სანდრომ ერთგვარი რეკორდი დაამყარა - უკრაინაში 7 გამოცემა აკეთებს სიმბოლურ ნაკრებებს და 5-ის ვერსიით, კობახიძე რჩეულთა შორის მოხვდა!
კობახიძე სიმბოლურში შეიყვანეს შემდეგმა გამოცემებმა: "კომანდამ", "სპორტ-ექსპრეს უკრაინამ", Football.ua-მ, Matchday-მ და Ua-football-მა.
"ოლიმპიკთან" მატჩის (3:1) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ვოლინის" თავკაცმა ვიტალი კვარციანიმ:
"დღეს სამმა ლეგიონერმა გაიტანა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს წარადგენენ სანაკრებო
ვფიქრობ, კობახიძეს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში. ეს ეხება ერიკსა და ბაბატუნდესაც".
Ua-football-ის ინფორმაციით, "ვოლინი" უკანასკნელ დღეებს ითვლის ამ შემადგენლობით. გუნდში კრიზისია და ძალიან ბევრი ფეხბურთელი წასვლას აპირებს. თუმცა გამოცემის მტკიცებით, "დნიპროდან" იჯარით მოთამაშე სანდრო კობახიძეს დარჩენის შანსი აქვს.