"ჩვენ ახლა ერთმანეთის უკეთ გვესმის. მწვრთნელს ჩემი სჯერა და მე მისი. პეტერ ბოშს შეუძლია დამეყრდნოს ნებისმიერ სიტუაციაში. მას სჯერა ჩემი შესაძლებლობების, მე კი მისი სათამაშო სისტემის მწამს.
ამის მიღწევას კი საკმაო დრო დასჭირდა. მწვრთნელმა დამაჯერა, რომ სწორ გზას ადგას.
მე, ცოტა არ იყოს, ჯიუტი ვარ, საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია გამაჩნია და არ მწამდა ბოშის
ბოშმა ამ სეზონში დაცვის ცენტრში იან-არი ვან დერ ჰეიდენისა და არნოლდ კრუისვიკის წყვილი მოსინჯა, კაშიას კი სკამზე უწევდა ჯდომა.
"წლეულს ძალიან შევიცვალე - ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, არამედ მთელ ცხოვრებას.
ჰოლანდიელი მცველები ბურთს კარგად ფლობენ, მათ შეუძლიათ ბრწყინვალე პასის გაკეთება. ეს, შესაძლოა, მე მაკლია, მაგრამ ჩემი უპირატესობები მაქვს - კარგად ვთამაშობ მეორე სართულზე და შემიძლია, თამაში მოვიგო. სწორედ ამის წყალობით უნდა გავიდე ფონს", - ამბობს კაშია.
"ვიტესში" კაშია გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა:
"ბევრი ვიკითხე, ვისწავლე ყველაფერი, რაც ფეხბურთთან პირდაპირ თუ არაპირდაპირაა დაკავშირებული. ყოველთვის ვცდილობ, უკეთესი ვიყო.
ოთხი წლის წინათ ინგლისურად სიტყვაც არ ვიცოდი. ახლა კი სხვებს ვეხმარები, ახლებს გუნდთან ადაპტირებას ვუადვილებ. ჩემი კარიერა არც ისე გრძელია, ამიტომ მისგან მაქსიმუმი უნდა მივიღო", - განაცხადა კაშიამ.
28 მაისს კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" "ჰეერენვენს" სტუმრობს ევროპალიგის საგზურისთვის პირველ მატჩში. omroepgelderland.nl-ის ინფორმაციით, ორივე ქართველი "ვიტესის" სასტარტოში ითამაშებს. გურამმა ამ მატჩზეც ისაუბრა:
"ჰეერენვენი" ახალგაზრდული და ნიჭიერი გუნდია. მეტოქეს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც სულ არაფრისგან შეუძლიათ გადამწყვეტი გოლის გატანა. ეს ჩვენთვის პრობლემატურია. თანაც, ბოლო წლებში "ჰეერენვენთან" თამაში გვიჭირს.
მაგრამ ჩვენ უპირატესობა გვაქვს, ნახევარფინალში ჩვენ იოლად მოვიგეთ, მაშინ, როცა მეტოქეს "ფეიენოორდთან" დიდი ბრძოლა გადახდა.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია ერედივიზიეს ნებისმიერი წარმომადგენლის დამარცხება. ჩვენ წარმატებული სერია გვქონდა და ახლა სასურველი შედეგი უნდა მივიღოთ", - განაცხადა კაშიამ.