ვაკო ყაზაიშვილის გოლმა ჰოლანდიაში დიდი აურზაური გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" ევროპალიგის საგზურთან ერთ ნაბიჯშია. არნემულმა კლუბმა სტუმრად 2:2 ითამაშა "ჰეერენვეენთან" და ახლა ევროსაგზურის მოსაპოვებლად კვირას შინ ნებისმიერი ანგარიშით მოგება ან 0:0 და 1:1 ჰყოფნის.

აღსანიშნავია, რომ ლომის წილი ამ წარმატებაში 22 წლის ვაკო ყაზაიშვილს მიუძღვის, რომელმაც ამ სეზონში "ვიტესის" მაისურით ყველა შეჯიბრებაში 12 გოლი გაიტანა.

თუმცა მისმა გოლმა ჰოლანდიური ფეხბურთის სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, ეს გოლი ფიფას არბიტრ ბიორნ კუიპერსს არ უნდა ჩაეთვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჰეერენვეენი" საკუთარი საჯარიმოდან შეტევას იწყებდა, როცა ტრიბუნაზე
გადავარდნილი ბურთი გულშემატკივრებმა მეკარის საჯარიმოში გადმოაგდეს. იმავე დროს, მასპინძელთა მცველმა ცუდი პასი მიაწოდა გოლკიპერს, რომელიც "ვიტესის" ფეხბურთელმა ჩაჭრა და ვაკომაც ცარიელ კარში გაიტანა.

როგორც წესი, თამაში ჩერდება, როცა მინდორზე ორი ბურთია. მით უფრო, საჯარიმოში, მოვლენათა ეპიცენტრში.

აი, რა განაცხადა კუიპერსმა: "როდესაც მეორე ბურთი თამაშის მიმდინარეობას ხელს არ უშლის, თამაშის გაგრძელება შეიძლება. მე ჩავთვალე, რომ ბურთი თამაშს ხელს არ უშლიდა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე რომ დავდგეთ კარის უკან ბურთიტ ხელსი და სულ მეორე ბურთი ვაგდოთ ნაკრების თამაშებზე სახიფათო ეპიზოდებში გვეშველება ვითომ რამე?
Tato
18:37 29-05-2015
0
ბურთი მანამდე გადმოვარდა, სანამ სტუმართა შეტევა დაიწყებოდა
nika
16:55 29-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული