არნემის "ვიტესმა", სადაც
გურამ კაშია და
ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, სტუმრად 2:2 ითამაშა "ჰეერენვეენთან" ევროპალიგის საგზურის პლეი ოფის ფინალში და ახლა საპასუხო მატჩი ელის შინ.
თამაშის მერე კომენტარი გუნდის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
"პოზიტიური განწყობა გამომყვა თამაშიდან - ორი გოლი გავიტანეთ სტუმრად და არ წავაგეთ საპასუხო მატჩის წინ.
ახლა შინ ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელთ არის. თუკი საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, პლეი ოფს მოვიგებთ და ევროპალიგაზე ვითამაშებთ.
ვიმსახურებთ თუ
არა ევროთასებზე თამაშს? აბსოლუტურად! შეხედეთ, როგორ გავიარეთ სეზონის მეორე ნაწილი. მხოლოდ შედეგებიც არ არის მთავარი, თამაში უნდა გაიხსენოთ. ეს იყო ძალიან კარგი. ეს საგზური ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ჯერ მოსაგებია", - განაცხადა კაშიამ.
საპასუხო თამაში არნემში 31 მაისს გაიმართება.