დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი უნგრულ "სპარტაკუსს" ტოვებენ

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "სპარტაკუსს" მესამე ლიგაში აქვეითებენ. სხვათა შორის, ასეთი ბედი ელის "დიორსაც" და სწორედ ამის გამო დატოვა გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, ვინც თბილისის "დინამოსთვის" სასურველი ფეხბურთელია.

როგორც შევიტყვეთ, "სპარტაკუსს" ორივე ქართველი დატოვებს - დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი არ აპირებენ, კლუბს მესამე ლიგაში ჩაჰყვნენ.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფორვარდი დარციმელია კარიერას, დიდი ალბათობით, უკრაინაში გააგრძელებს. სხვათა შორის, ის ადრე უკვე იცავდა იქაური "სევასტოპოლის" ღირსებას.

რაც შეეხება ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის,
მალხაზ არზიანის
ვაჟს, ზურაბს, 27 წლის მოთამაშის მომავალი ჯერაც გაურკვეველია.

გავიგეთ ისიც, რომ მესამე ლიგაში დაქვეითებული "სპარტაკუსი", შესაძლოა, მაინც გაძლიერდეს ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელით. ვნახოთ, კიდევ ითამაშებენ ქართველები უნგრეთში?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული