როგორც შევიტყვეთ, "სპარტაკუსს" ორივე ქართველი დატოვებს - დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი არ აპირებენ, კლუბს მესამე ლიგაში ჩაჰყვნენ.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფორვარდი დარციმელია კარიერას, დიდი ალბათობით, უკრაინაში გააგრძელებს. სხვათა შორის, ის ადრე უკვე იცავდა იქაური "სევასტოპოლის" ღირსებას.
რაც შეეხება ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის,
გავიგეთ ისიც, რომ მესამე ლიგაში დაქვეითებული "სპარტაკუსი", შესაძლოა, მაინც გაძლიერდეს ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელით. ვნახოთ, კიდევ ითამაშებენ ქართველები უნგრეთში?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"