"ესპანიოლი" ან "მალიორკა" - სად ითამაშებს ლადო მოხევიშვილი?

AutoSharing Option
ფოტოზე: ლადო მოხევიშვილი ესპანელი 19-წლამდელების გარემოცვაში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ლადო მოხევიშვილი ესპანური "ლევანტეს" ასაკობრივი გუნდის წევრია, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

"სეზონი დასრულდა და ჩემს მენეჯერს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. ის ყველაფერს არ მეუბნება, მაგრამ მაინც გავიგე, რომ ამ კლუბებს შორის არიან "ესპანიოლი" და "მალიორკა".

ამ ორი კლუბით განსაკუთრებით დავინტერესდი. იქ უფრო მაღალ დონეზე თამაშის შანსი მექნება. მე უფრო "ესპანიოლი" მირჩევნია. თუმცა, პირადად, ჯერ არც ერთ კლუბთან არ მილაპარაკია და მიჭირს თქმა, კარიერას რომელ კლუბში გავაგრძელებ",
- ამბობს მოხევიშვილი.

18 წლის ნახევარმცველი გიორგი დევდარიანის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო შესარჩევ ეტაპზე, თუმცა ახლახან დასრულებულ ელიტრაუნდში საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა. ის თავადაც უკმაყოფილოა და ჩავარდნის მიზეზსაც ასახელებს:

"ტრავმის გამო მთელი ოთხი თვე გამიცდა. მიუხედავად იმისა, რომ განკურნების შემდეგ ვარჯიშით თავს ვიკლავდი, ფორმაში მაინც არ ვიყავი. სამწუხაროდ, გუნდს ისე ვერ დავეხმარე, როგორც საჭირო იყო და როგორც თავად მსურდა".

ესპანელ თანატოლებთან თამაშს შეჩვეული მოხევიშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში დამკვიდრების პოტენციალი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ბევრ მოთამაშეს აქვს:

"აშკარად დავინახე, როგორ გაიზარდნენ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ჩვენი გუნდი და ფეხბურთელები. ეს ბიჭები ესპანეთში რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევენ.

ვერაფრით ვიტყვი, რომ იქ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეთამაშები, ვიდრე გიორგი ხარაიშვილი, ოთო კიტეიშვილი, ლუკა ზარანდია, გიორგი თევზაძე, გურამ გოშთელიანი და სხვები არიან... ისინი ესპანეთში თავისუფლად ითამაშებენ...

რაც შეეხება ელიტრაუნდში მარცხს, მეტოქეები ფიზიკურად ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები და ამან დაგვაღალატა, თორემ, ხომ ნახეთ - ესპანეთთან და პორტუგალიასთან 70 წუთი რა კარგად ჩავატარეთ.

მოკლედ, "ფიზიკის" პრობლემა გვაქვს, მაგრამ ესეც არ არის მოუგვარებელი ამბავი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად არიან მამუკა ფანცულაია ვასილ მიქშავიდზე ზაზა რევიშვილი ალიკ კულუნბეგოვი ისინი ხომ ევროპის ჩემპიონები არიან ესე უფრთხილდებით ბევრი გკვავს ევროპის ჩემპიონები არველაძეებო სადა ხართ რატომ არაგკავთ დასაქმებულები ეს ბიჩები თუ მცვრთნელებზე ტაბუ გაქვთ დადებული მათხოვრებო თქვენა იმიტომაც გიხდით გმეღტი და დაგამთავრებინებთ ცუდათ სულ ცოტა ხანში არგიზვრებიან და იმიტომ აქციეთ არა ზურგი
VAJA
20:27 07-06-2015
0
იკას ვეთანხმები სამწუხაროდ
ილია
16:42 06-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული