ლევან ყენიას გუნდს თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან ყენიას გუნდმა, პრაღის "სლავიამ" ჩეხეთის პირველობა მხოლოდ მე-11 ადგილზე დაასრულა. ამიტომ, კლუბი მიროსლავ ბარანეკს დაემშვიდობა და მის ნაცვლად დუშან უჰრინ უმცროსი დანიშნა.

ორშაბათს უჰრინმა "სლავიასთან" კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ოთხშაბათს ყენია და კომპანია ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე ახალი თავკაცის მეთაურობით დაიწყებს.

"შემოთავაზება ერთი კვირის წინ მივიღე, აქ უკვე მეორედ ვარ, პირველად სხვა თანამდებობაზე, თუმცა ამას, რა აზრი აქვს, ჩემთვის "სლავიაში" ნაცნობი გარემოა", - განაცხადა უჰრინმა.

შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინ უმცროსმა თბილისის "დინამოს" 2012/13 წლების სეზონში ოქროს დუბლი შეასრულებინა - ჩემპიონობაც
მოიგო და საქართველოს თასიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული