გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" მთავარი გუნდის შეკრებაზეა

AutoSharing Option
22 ივნისს რამდენიმე უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია:

"ქართველი გიორგი არაბიძე "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. მისი კონტრაქტი ძალაში 1-ლი ივლისიდანაა. დონეცკის "შახტარის" ოფიციალურმა საიტმა დღეს დაწერა, რომ მირჩა ლუჩესკუმ არაბიძე პირველი გუნდის შეკრებაზე წაიყვანა ავსტრიაში. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია საიტზე წაშალეს".

აი, ასე იდუმალებით იწყება თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 17 წლის შემტევის უკრაინული კარიერა.

შეგახსენებთ, რომ "შახტარში" გადასვლის თაობაზე გიორგი არაბიძემ 25 მაისს "ლელოს" თავად უთხრა:

"დიახ, უკრაინელებთან უკვე შეთ
ანხმებული და გადაწყვეტილია. "შახტართან" 3,5-წლიანი კონტრაქტი უკვე გავაფორმე და გუნდს 20 ან 25 ივნისს შეკრებაზე გავყვები. ჯერ ერთი წელი "შახტარის" დუბლებში ვითამაშებ, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში და 19-წლამდელებს დავემატები".

დღეს Футбол 24-თან საუბარში სიტუაციას ნათელი არაბიძის წარმომადგენელმა მიხეილ მეტრეველმა მოჰფინა:

"არაბიძის მშობლები უკრაინაში ცხოვრობენ და მუშაობენ. რა თქმა უნდა, მათი სურვილიცაა, გიორგიმ უკრაინაში ითამაშოს. მე შევძელი, "შახტართან" მიმეღწია შეთანხმებისთვის, მის გასინჯვასთან დაკავშირებით.

დღეს ის შეკრებაზე თბილისიდან ავსტრიაში გაემგზავრა. მე მას უკვე ველაპარაკე, ადგილზეა და ვარჯიშს დაიწყებს. სხვათა შორის, სასტუმროში ის ფაკუნდო ფერეირასთან შეასახლეს ნომერში. რა იქნება მომავალში? ვნახოთ, როგორ ჩაივლის სინჯები".

მეტრეველის მტკიცებით, არაბიძე მარტო "შახტარს" არ აინტერესებს: "მას უკვე გავლილი აქვს სამედიცინო შემოწმებები "ზალცბურგსა" და "ჰოფენჰაიმში", მაგრამ ოჯახი კიევში ცხოვრობს და ჩვენ დონელებზე შევაჩერეთ არჩევანი. "შახტარის" ინტერესი უფრო კონკრეტული იყო, ვიდრე სხვა კლუბების".

როგორი მოთამაშეა არაბიძე? აი, რას ამბობს მასზე მეტრეველი:

"არაბიძე უნიკალური ფეხბურთელია. სამშობლოში მას ქართველ მესის უწოდებენ, უფრო ასაკოვნები კი გეორგე ჰაჯის ადარებენ. ცაცია ბრწყინვალე აქვს, მარცხნიდანაც უტევს და მარჯვნიდანაც, შეუძლია ფორვარდების უკან თამაშიც და ფორვარდადაც".
მკითხველის კომენტარები / 5 /
რომელი იკო მაგარი ფეხბურტელი რო, არ დაკარგულიკო§ მე ახლოს არ ვიცნობ არაბიდზეს მაგრამ რაც ნანახი მაკვს მაგარი ნიჩიერი და ტალანტია და მონდო,ებულია და მჯერა მიაგცევს და ბევრსაც გააკვირვებს
ika
25 ივნისი 2015 20:10
0
ვეთანხმები ფირუზას
1
23 ივნისი 2015 18:21
0
firuza-ს. შე მართლა ფირუზა, შენა!!! შენი სახელი რა გვარია ბიჭო!!!
ako
23 ივნისი 2015 18:18
0
გაცილებით გამეხარდებოდა დინამოში ან თუნდაც საბურთალოში (იუნიორთა ლიგის ხათრით)
irakli apkhaidze
23 ივნისი 2015 17:49
0
შახტარში გადასვლა შეცდომა იყო, ერთი ქართველი ფეხბურთელი მითხარით ვინც შახტარში წარმატებას მიაღწია ან ტრამპლინად გამოიყენა?! არა და მართლა ნიჭიერი ბიჭია! წარმატებები!!
firuza
23 ივნისი 2015 17:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული