გურამ კაშიამ "ვიტესის" მიერ შემოთავაზებულ ექსტრა შვებულებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ხელმძღვანელობამ გუნდის კაპიტან გურამ კაშიას გუნდის წინაშე დამსახურებისა და ივნისის დასაწყისში ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამო, ექსტრა, 1-კვირიანი შვებულება მისცა, მაგრამ ქართველმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

27 ივნისს "ვიტესი" პირველად შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის ვარჯიში დაიწყო, სხვებთან ერთად, გუნდშია კაშია, რომელმაც გუნდის ხელმძღვანელობას გაზრდილ შვებულებაზე უარი უთხრა.

"გურამ კაშიას ერთი სული აქვს დაიწყოს ვარჯიში გუნდთან ერთად, წლეულს ხომ კლუბი ევროთასებზე ჩაებმება", - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა De Gelderlander-თან ლაპარაკში.

კვირას "ვიტესის" პირველ ვარჯიშზე 2 ათასამდე ფანი შეიკრიბა და ყველაზე დიდი
აპლოდისმენტები მათგან კაპიტანმა კაშიამ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამო დამატებითი კვირა ვაკო ყაზაიშვილსაც მისცეს დასასვენებლად. თანამემამულისგან განსხვავებით, ვაკომ ეს შემოთავაზება გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული