პეტერ ბოშს, პრაქტიკულად, ახალი გუნდის შენება უწევს, რადგან "ვიტესი" 6-მა მოწინავე ფეხბურთელმა დატოვა.
"გურამ კაშია არნემელთა ნამდვილი ლიდერია. მან გადაწყვიტა, სირთულის ჟამს დაეხმაროს მწვრთნელ ბოშს. საამისოდ, ქართველი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა ჰოლანდიაში", - წერს საიტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალწვეულებმა მალევე გაიგონ, როგორ ვთამაშობთ ჩვენ და როგორი სიტუაციაა გუნდის გასახდელში.
მწვრთნელი ყველგან ვერ იქნება და ყველაფერს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ "ვიტესმა" გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს სანაკრებო მატჩების გამო ერთი კვირით მეტის დასვენების უფლება მისცა, თუმცა კაშიამ ეს ზედმეტი კვირა არ გამოიყენა.
რაც შეეხება ყაზაიშვილს, მას მომდევნო სეზონიდან ნახევარდაცვის ლიდერობა მოუწევს, რადგან დევი პრიოპერი პსვ-ში გადადის.