გურამ კაშია: როცა ბიჭები ოფლს ღვრიან, აუზის პირას ვერ წამოვწვებოდი

AutoSharing Option
soccernews.nl წერს, რომ არნემის "ვიტესის" მწვრთნელს, პეტერ ბოშს, რომლის გუნდიც კვირიდან შეიკრიბა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, შესანიშნავი დამხმარე ჰყავს - კაპიტანი გურამ კაშია.

პეტერ ბოშს, პრაქტიკულად, ახალი გუნდის შენება უწევს, რადგან "ვიტესი" 6-მა მოწინავე ფეხბურთელმა დატოვა.

"გურამ კაშია არნემელთა ნამდვილი ლიდერია. მან გადაწყვიტა, სირთულის ჟამს დაეხმაროს მწვრთნელ ბოშს. საამისოდ, ქართველი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა ჰოლანდიაში", - წერს საიტი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალწვეულებმა მალევე გაიგონ, როგორ ვთამაშობთ ჩვენ და როგორი სიტუაციაა გუნდის გასახდელში.

მწვრთნელი ყველგან ვერ იქნება და ყველაფერს ვერ გააკეთებს.
მე მისი დახმარება შემიძლია. როცა ბიჭები შეკრებაზე არიან და ოფლს ღვრიან, მე ვერ წამოვწვებოდი აუზის პირას. თანაც, შინ მოსაწყენი იყო", - განაცხადა "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესმა" გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს სანაკრებო მატჩების გამო ერთი კვირით მეტის დასვენების უფლება მისცა, თუმცა კაშიამ ეს ზედმეტი კვირა არ გამოიყენა.

რაც შეეხება ყაზაიშვილს, მას მომდევნო სეზონიდან ნახევარდაცვის ლიდერობა მოუწევს, რადგან დევი პრიოპერი პსვ-ში გადადის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ასეთი პროფესიონალები გვჭირდება ნაკრებში და არა ვიღაც ტაკიმასხარები აიფონი და x5 რო ურჩევნიათ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელმა რომ ასე იაზროვნოს და არა დამშეული 2 წლის ბავშვებივით (როგორც ეხლა აზროვნებს რამოდენიმე მათგანი) ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე გასვლის პრობლემა არასდროს ექნება.
dadu
16:04 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული