ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგის" "წლის აღმოჩენად" აღიარეს

AutoSharing Option
უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" გასული სეზონი, თითოეული გუნდის პლუს-მინუსები და მონაგარი შეაჯამა. 1-ელ ივლისს გამოცემამ წერილი მიუძღვნა ზაპოროჟიეს "მეტალურგს", რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-8 ადგილზე გავიდა.

"სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, გუნდის "წლის აღმოჩენად" ზუგდიდში დაბადებული ვალერიან გვილია დასახელდა და ეს არგუმენტებით დაასაბუთა.

"კლუბის აკადემიის 21 წლის აღზრდილი ძირითად შემადგენლობაში პირველად ჯერ კიდევ გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ტარანმა მიიწვია. თუმცა, მხოლოდ ერთხელ ათამაშა, რამდენჯერმე კი განაცხადში შეიყვანა.

მას განსაკუთრებულად არც ალექსანდრ ტომახი ენდობოდა, მაგრამ ალექსანდრ ჩანცევის პერიოდში ახალგაზრდა ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრდა.

გვილია ასაკისთვის
უჩვეულოდ კარგ ფეხბურთს თამაშობდა. სწორედ გვილიასი და კიდევ ოთხი დაწინაურებული ახალგაზრდის დამსახურებაა, "მეტალურგის" თამაშს "ახალი სისხლი" რომ შეემატა და გუნდს წინა სეზონის შედეგები გააუმჯობესებინა", - წერს გამოცემა.

ცხადია, ქართველის ასეთი აღიარება სასიამოვნოა. ამ წერილში მხოლოდ ერთი უზუსტობაა - გვილია უკრაინაში 17 წლისა წავიდა და ის არა ზაპოროჟიელთა კლუბის აკადემიის, არამედ, ზუგდიდის "ბაიას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ვაკო,ძალიან მიხარია და ვამაყობ შენით...
lela
21:21 02-07-2015
0
2005 წელს მაქ ნანახი ვაკოს თამაში, მაშინ დაახლოებით 11 წლის იქნებოდა. ხო, და მაშინ უკვე ჩამოყალიბებული თავდამსხმელი ფეხბურთელი იყო უძლიერესი ტექნიკით. ძაან შედეგიანი ფეხბურთელის პოტენციალი გააჩნია. ვუსურვებ წარმატებებს!
თემო ჯ.
16:54 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული