შოთას კონტრაქტი ორწლიანია და ის სეზონში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს.
მაშ ასე, 18 წლის განშორების შემდეგ შოთა "ტრაბზონში" დაბრუნდა, ოღონდ ახლა უკვე მწვრთნელის სტატუსით. დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:
"18 წელიწადი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ, რადგან ვერასოდეს ვერ გავდგებოდი გვერდზე იმ ხალხისგან, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. ამიტომ მე არც არასოდეს წავსულვარ.
ტრაბზონი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. ჩვენი
სხვათა შორის, არველაძემ ჯერ კიდევ სტამბოლის აეროპორტში, ტრაბზონში ჩასვლამდე განუცხადა თურქ ჟურნალისტებს, რომ მას "ტრაბზონთან" მოლაპარაკება არც სჭირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე - შეუთანხმდით თუ არა "ტრაბზონს", ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ ეს დაახლოებით 25 წლის წინ მოხდა.
ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებისთვის "ტრაბზონი" უკვე ახალ მწვრთნელთან ერთად დიუსელდორფში გაფრინდა. გუნდი ჰოლანდიურ არნემთან დაბანაკდება.
9 ივლისს შოთას გუნდს "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი სტეფან მბიაც შეუერთდება.