თუკი 5 ივლისისთვის გამოკითხვაში გიორგი ქინქლაძეს ხმების მხოლოდ 3% ჰქონდა, ახლა ჩვენებური ფანების ხმებმა გაალიდერეს - გამოკითხულთა 68,2% მიიჩნევს, რომ "სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი "ქინქია".
მეორე ადგილზეა სერხიო აგუერო - 11%, მესამეზე - კოლინ ბელი - 6,2%. დავიდ სილვასა და იაია ტურეს 5-5%-ზე ოდნავ მეტი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე "სიტის" ღირსებას 90-იან წლებში იცავდა.