შოთა არველაძე: ნელ-ნელა ვუახლოვდები სამშობლოს

AutoSharing Option
ამ ორიოდე დღის წინათ შოთა არველაძემ თურქული "ტრაბზონსფორი" ჩაიბარა. კლუბის ცოცხალი ლეგენდა ახლა მთავარი მწვრთნელის რანგში ეცდება გუნდისთვის წარმატების მოტანას.

შოთა არასდროს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი საქართველოსთვის და არც მწვრთნელი ჩანს ასეთი. "ლელო" მას ჰოლანდიაში დაუკავშირდა, სადაც ახალი გუნდი შეკრებაზე ჰყავს.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შოთა სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. მაშ ასე, პირველი შეხვედრა "ტრაბზონის" დამრიგებლის რანგში...

- შოთა, გილოცავთ "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას. თავდაპირველად ის გვითხარით, როგორ დაბინავდით ჰოლანდიაში, ყურადღება თუ იგრძნობა მასმედიის მხრიდან? არც ჰოლანდიაა თქვენთვის უცხო გარემო...
- გმადლობთ
მოლოცვისთვის! ყველაფერი კარგადაა. გუშინდელ ვარჯიშზე დაახლოებით 5000 ქომაგი მოვიდა. ფოტოები გადავიღეთ, ვისაუბრეთ... ჟურნალისტებიც იყვნენ...

- როდის დაიწყეთ "ტრაბზონსფორთან" მოლაპარაკება? ხანგრძლივი პროცესი იყო?
- არა, პირიქით - ძალიან ხანმოკლე. გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ერსუნ იანალს, რაღაც პრობლემები ჰქონდა. 1 ივლისი იყო. დამირეკეს. თბილისში ვიყავი. 2-ში ჩავედი ტრაბზონში და კონტრაქტიც გავაფორმეთ.

- რა მიზნები ექნება გუნდს მომავალ სეზონში?
- ყველა თამაშში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ "ტრაბზონი" ბოლო ტურამდე იყოს ჩაბმული საჩემპიონო რბოლაში.

- თურქული სუპერლიგის გრანდები ძლიერდებიან. რას აპირებს "ტრაბზონი"?
- ამ ეტაპზე მხოლოდ კამერუნელი მბიაა ახალწვეული. ახლა ვაზუსტებთ დეტალებს, ვარკვევთ ყველა ნიუანსს... მბიაზე არ შევჩერდებით, კიდევ უნდა გავძლიერდეთ...

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?
- ამ დონის კლუბები ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში პოულობენ სახსრებს გასაძლიერებლად. ერთი სიტყვით, ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს.

- ტრაბზონში თქვენს ჩასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. თავად მინახავს, როგორ ფანატიკურად უყვარხართ იქ...
- პირველ დღეს გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი. აეროპორტის უკანა გასასვლელიდან გამიყვანეს. მეორე დღეს კი უამრავი ქომაგი მოვიდა კლუბის მაისურითა და სიმბოლიკით...

- ჰოლანდიურ შეკრებაზე რა გეგმები გაქვთ?
- 16 ივლისს ევროპალიგის მატჩი გვიწევს. ამიტომ, ბევრი ამხანაგური მატჩის გამართვას ვერ მოვასწრებთ. ძირითადად მოყვარულებთან ვისპარინგებთ.

- საქართველოში ახლა უფრო ხშირად იქნებით...
- აქამდეც ხშირად ჩამოვდიოდი და ახლა - მით უმეტეს, სულ ახლოს ვარ და... ნელ-ნელა ვუახლოვდები სამშობლოს. ჯერ გლაზგოში ვიყავი, მერე პორტუგალიის საზღვარზე, იყო ვალენსიაც, მერე თურქეთში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ავტორი შეყვარებულია არველაძეზე აბა ყოველდღე ამის პიარი გაგონილა ტო?! მართლა არველაძეს მეტი არავის უთამაშია ფეხბურთი????????????
iaxshi
15:51 11-07-2015
0
იმედია ერთ-ორ ქართველსაც შეაპარებ.აბა როგორ უნდათ თურქებს,ფეხბურთი ჩვენ არ ვასწავლეთ თავის დროზე (კომუნისტების დროს)? ვალი გადაიხადონ,რომელიც ჩვენც რაღაცაში წაგვადგება.
vaxvax
18:32 11-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული