"არნემ ნეტვორკი" ჩვენთვის ფრიად საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს - გასული ჰოლანდიური სეზონის შედეგების მიხედვით, "ვიტესის" საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი
ვაკო ყაზაიშვილი გახდა.
მას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა არნემულ კლუბში - 11 გოლი გაიტანა და მათ შორის, ბევრი - გადამწყვეტიც.
მეექვსე ადგილზე გავიდა არნემელთა ქართველი კაპიტანი
გურამ კაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"