შოთა არველაძე: თურქეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ტრაბზონი" აგრძელებს ჰოლანდიურ შეკრებას. გუნდი სამშობლოში 13 ივლისს დაბრუნდება. 16 ივლისს კი "ტრაბზონს" ევროპალიგის II საკვალიფიკაციო მატჩი ელის ლუქსემბურგის "დიფერდანჟთან".

თურქულ მედიასთან საუბარში არველაძემ მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა:

"ჩვენ გვსურს კარგი სტარტი საკუთარი მაყურებლის წინაშე. ჩვენი მეტოქე "დიფერდანჟი" არ არის იოლად დასამარცხებელი. მსოფლიოში მასზე კარგი გუნდი ბევრია, მაგრამ მეტოქე მართლაც არ არის ურიგო გუნდი.

თუ არ ითამაშებ მატჩს, ისე ვერ მოიგებ. ჩვენი დიდი გულისყურით შევეცდებით მეტოქის დამარცხებას, რომლის შეუფასებლობაც არ შეიძლება. ეს ორი მატჩი ძალიან კარგი რეპეტიცია იქნება თურქეთის
სუპერლიგის დაწყების წინ", - განაცხადა არველაძემ და ჩემპიონატის თემასაც შეეხო:

"სუპერლიგის ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის დიდი ბრძოლები გაიმართება. ჩვენ ამ ბრძოლაში მონაწილეობას მივიღებთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი თქვენ გახდებით ჩემპიონები და მეორე ოსასუნა ესპანეთში. ორი გუნდი ხო დაგუპე, ეხლა ტრაპზონს გამოუტან განაჩენს.5 ადგილიც სანატრელი გაგიხდებათ.
0
რას ბლატაობ შოთი ? რის ჩემპიონობის თავი აქვს ტრაპზონს? ან როდის ქონდა? ის ვერ გაუწევს ჩემპიონობისათვის წინაარმდეგობას ვერც გალათასარაის და ვერც ფენერბახჩეს შეიზლება ვერც ბეშიქთაშს აჯობოს ვითომ მე ვარ მაგარი მწვრთნელიო ნეტავ მართლა გახდებოდეს შენს ხელში ჩემპიონი ტრაპზონი გამიხარდება ძან მაგრამ მგონი ტრაბახია უფრო შენი სიტყვები როგორც საერთოდ გჩვევია ტრაბახი შენ და შენ ძმებს მაგრამ კი გაქვთ სატრაბახო ისე ყველგან თქვენ ხართ სავარძლებში მოკალათებული მიტომაა ქართული ფეხბურთი უმაღლეს დონეზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული