ვაკო ყაზაიშვილმა "დანდი იუნაიტედს" გაუტანა

AutoSharing Option
შეკრებაზე გამგზავრებამდე არნემის "ვიტესმა" საკონტროლო შეხვედრაში 4:0 დაამარცხა შოტლანდიური "დანდი იუნაიტედი".

"ვიტესმა" ამ მატჩში პირველად ითამაშა ახალი საგარეო ფორმით. ბოშმა ორი სხვადასხვა შემადგენლობით ათამაშა გუნდი, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მეორე ტაიმში მიიღეს მონაწილეობა.

სხვათა შორის, ყაზაიშვილი ბოლოს შეუერთდა "ვიტესს", რადგან სანაკრებო მატჩებში მონაწილეობდა. 69-ე წუთზე ყაზაიშვილმა 16 მეტრიდან გაიტანა "ვიტესის" მე-4 გოლი.

12 ივლისს არნემის "ვიტესი" ავსტრიულ "ლინცში" 1-კვირიან შეკრებაზე გაემგზავრა. 14 ივლისს იქ "ვიტესი" პრაღის "სპარტას" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული