გურამ კაშია სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მოცურავეს შეხვდა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ცნობილ ჰოლანდიელ მოცურავეს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პიტერ ვან დენ ჰოგენბანდს შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იყო.

"ეს იყო განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც მალე თბილისში გაიმართება.

მე მას მოვუყევი ჩემი ქალაქის შესახებ და ვასწავლე რამდენიმე ლამაზი ადგილიც. ავუხსენი, როგორია ცხოვრება თბილისში.

სამაგიეროდ, მისგან ბევრი გავიგე, როგორ უნდა იცხოვროს და იშრომოს ნამდვილმა ათლეტმა. როგორი ძლიერი უნდა იყოს სპორტსმენი მენტალურად, რომ წარმატებული გახდეს", - განუცხადა ELF Voetbal-ს
ქართველმა ფეხბურთელმა.

ვან დენ ჰოგენბანდს აქამდეც ვიცნობდი, ოღონდ ტელევიზიიდან. ამიტომაც მასთან გადაღებული ფოტო ეგრევე "ინსტაგრამზე" მოვათავსე. დიახ, მე მისი ფანი ვარ. როცა ოლიმპიური ოქროს იგებ, უკვე სპორტის გმირი ხარ. ამ შეხვედრიდან მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ვან დენ ჰოგენბანდი 2000 წლის ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულია, ერთი ოქრო კი მან ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა 2004 წელს. 2000-იანი წლების დასაწყისში მას ბადალი არ ჰყავდა მსოფლიოში 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

კაშიამ საფეხბურთო საკითხებზეც ილაპარაკა:

"ჩვენ უნდა გავაღწიოთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამით ვიტყვი, რომ გასული სეზონის მიზანი მიღწეული იქნება. ის სეზონი ჯერ არ დასრულება, ჩვენ თუ შუა გზაზე მივატოვებთ საქმეს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, რაც აქამდე გავაკეთეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული