ელგუჯა გრიგალაშვილი და გია გრიგალავა კვიპროსულ "პაფოსში" ითამაშებენ

AutoSharing Option
კვიპროსული "პაფოსი" ყველაზე "ქართული" კლუბი ხდება - ნიკოლოზ გელაშვილისროინ კვასხვაძისა და ლევან ხმალაძის შემდეგ, კვიპროსულ ელიტაში დაბრუნებულ კლუბში ელგუჯა გრიგალაშვილი და გია გრიგალავა გადავიდნენ.

"ჩვენი გუნდი შეუთანხმდა ელგუჯა გრიგალაშვილს და ის მომდევნო სეზონში "პაფოსში" ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში "ოთელოსში" თამაშობდა. ის რამდენიმე დღეში ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის", - წერს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.

კლუბმა ცოტა ხანში 25 წლის გია გრიგალავას ტრანსფერიც გამოაცხადა, რომელიც 1-წლიანია. გრიგალავა ეროვნული ნაკრების მცველია, თუმცა დიდხანს არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელაშვილიც მანდ გადავიდა
შაკო
19:23 12-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული