მთავარი ქართული ტრანსფერი: გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
17 წლის შემტევი გიორგი არაბიძე და დონეცკის "შახტარი" 3,5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა.

აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ გუნდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის გადასვლა მშვენიერი ამბავია და იქნებ ზაფხულის მთავარი ქართული ტრანსფერიც იყოს.

არაბიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო. მისი დარი ინდივიდუალისტი ქართულ ფეხბურთში ბევრი არ არის.

"შახტარს" რუმინელი მირჩა ლუჩესკუ წვრთნის და მის ბირთვს ბრაზილიელი ფეხბურთელები წარმოადგენენ. ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკელთა ძირითად გუნდთან ერთად გაიარა შეკრება და როგორც ჩანს, ლუჩესკუს თავი მოაწონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ კავდატ არაბიდზეს ნაირი ბევრი ბოგმები ხარტ
koki
14:33 14-07-2015
0
ერთი ქართველი ფეხბურთელი მითხარით ვინც შახტარში წარმატებას მიაღწია? წარმატებას კი არა საერთოდ ძირითადში თუ ითამაშა ან სათადარიგო სკამზე იჯდა? მე ეგეთი არ ვიცი და შესაბამისად ამ ნიჭიერი ბიჭის გადასვლა შახტარში შეცდომა იყო! წარმტებებს გისურვებ გიორგი !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული