მას თურქული შეთავაზებაც ჰქონდა, თუმცა არჩევანი ბერძნულ ვარიანტზე შეაჩერა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მერებაშვილს უკვე აქვს საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება. ის იმ ოფი-ს ლიდერი გახლდათ, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.
გასულ ჩემპიონატში "ვერიამ" სუპერლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა, თუმცა, როგორც ამბობენ, მომავალი სეზონისთვის ამბიციური გეგმები აქვს. გუნდს გეორგიოს გეორგიადისი წვრთნის.
"ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე "ვერიასთან". შესანიშნავად მიმიღეს. კარგი, მეგობრული გუნდია. მაფასებენ და მენდობიან, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"