მეორე ლიგიდან პირველში წლეულს აღზევებული "ლიახვის" გასაწვრთნელად თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" ყოფილი დამრიგებელი მალხაზ ჟვანია მიიწვიეს. მან კი, თავის მხრივ, საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები (ოთარ ხიზანეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, კიჭი მელიავა, ნოდარ კიკნაველიძე, ვაჟა ლომაშვილი, ლექსო ინწკირველი) დაიმატა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიახვმა" საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძეც მიიწვია, თუმცა "ლელოსთან" კომენტარში ვეტერანმა ეს ამბავი უარყო.
"ცხინვალის "ლიახვში" არ გადავსულვარ, მაგრამ კიშინიოვის "დაჩიადან" ნამდვილად წამოვედი, რადგან
არ ვიცი მიზეზი, მაგრამ მას ქართველებთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს.
ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ "დაჩიამ" ჩემპიონობა ვერ მოიპოვა და დაიწყო ის ამბავი, რაც ზოგადად ხდება - ეს რატომ მოგვივიდა, ვისი ბრალია და ასე შემდეგ. ასეთ გარემოში გაჩერება არ მიღირდა", - ამბობს სირაძე.
მისი თქმით, მოლდოვურ კლუბს კომპენსაცია ეკუთვნის:
"რა დასამალია და, "ლოკომოტივში" მსურდა კარიერის დამთავრება, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. ახლა ეს გუნდი ისევ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ კიშინიოვში გათავისუფლების ცნობაა გასაკეთებელი, 10 ათასია გადასახდელი, უამისოდ კი არსად გამიშვებენ.
მეეჭვება, ეს რომელიმე ქართულმა კლუბმა გადაიხადოს.
საერთოდ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არც ერთი კლუბი არ დამკავშირებია. შარშან ვამბობდი, პირობები არ არის-მეთქი, ახლა კიდევ უფრო გაუარესებულა სიტუაცია. არ ვიცი, მოთამაშეს ადამიანური ხელფასი თუ არ გადაუხადე, რა უნდა მოსთხოვო"?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"