შოთა არველაძეს "ტრაბზონში" ორი ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს?

AutoSharing Option
medyatrabzon.com-ი სენსაციურ ცნობას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, "ტრაბზონის" ქართველ თავკაც შოთა არველაძეს დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და საამისოდ თანამემამულეები შეიგულა.

ჰოლანდიურ შეკრებაზე კლუბის ხელმძღვანელებს შეხვედრა ჰქონდათ მთავარ მწვრთნელთან და თურქული მედიის ცნობით, ძირითადად, საუბარი ტრანსფერებს შეეხებოდა.

"ქართველი მწვრთნელი ძალიან კარგად იცნობს თანამემამულეების შესაძლებლობებს. შოთა არველაძემ ორი გვარი დაასახელა: გურამ კაშია ჰოლანდიური "ვიტესიდან" და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია.

27 წლის კაშიამ 4 სეზონი გაატარა ჰოლანდიაში. "ტრაბზონისთვის" კარგია, რომ მას 2016 წელს უსრულდება კონტრაქტი. 197 სმ სიმაღლის კვირკველია ჯერ 23 წლისაა.

ჩვენი
ინფორმაციით, სწორედ ეს ორი კანდიდატია ახლა პრიორიტეტული. არველაძეს სურს, დაცვის ცენტრი კაშიასა და კვირკველიას დუეტით გაამაგროს", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ უკვე წაიყვანა ასისტენტად მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრაპზონი თამაშობს ევროტურნირს?
Георгий
15:45 15-07-2015
0
ყოჩაღ შოთა,შენ ყოველთვის გამოირჩევი ქართველების პატრონობით
vaxvax
19:41 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული