ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთას წარმატებული დებიუტი და კვეკვესკირის გოლი

AutoSharing Option
გუშინ, 16 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში რამდენიმე ქართველი მონაწილეობდა.

"ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგა შოთა არველაძის დებიუტი. ქართველი მწვრთნელის პირველ მატჩში "ტრაბზონმა" შინ ლუქსემბურგის "დიფერდანჟს" მოუგო - 1:0.

* * *
ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურს". 54-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა პენალტით გაქვითა მასპინძელთა მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი.

ცოტა ხნით ადრე, "ჰაფნარფიორდური" კაცნაკლულიც დარჩა, რამაც ზაურ სვანაძის გუნდს სერიოზული უპირატესობა მისცა. 61-ე წუთზე კი ბაქოელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.

სრულად ითამაშეს კვეკვესკირმა,
ლაშა კასრაძემ
და ზურაბ ხიზანიშვილმა. ეს უკანასკნელი გააფრთხილეს კიდეც. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" საშინაო ასპარეზზე მიიღო კვიპროსული "ომონია" და უგოლოდ დაუზავდა. "იაგელონიაში" 90 წუთი ითამაშა ნიკა ძალამიძემ, "ომონიაში" კი სრული მატჩი ჩაატარა უჩა ლობჟანიძემ.

* * *
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" საშინაო ასპარეზზე უნგრული "დებრეცენი" მიიღო. თამაში 2:2 დასრულდა. ლატვიური კლუბის შემადგენლობაში არ უთამაშია ახალგაზრდა მცველს, ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.

ლიტვურმა "ტრაკაიმ" გასვლაზე 0:4 წააგო კვიპროსულ "აპოლონთან". სტუმართა შემადგენლობაში 88-ე წუთზე გამოჩნდა ჩვენებური მცველი ნიკა აფაქიძე. არ უთამაშია ბესო ამაშუკელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დეიწყო ტრაბზონის ...... შოთაია სიმონ მანგარია.... მისი ძმა რეზია რომ წეიყვანოს, კიდევ უფრო ძააან მაგარი იქნება!!!
domenti
18 ივლისი 2015 01:57
0
1:0 ტრაპზონსპორისათვის წარმატებულად მიგაჩნია ალეკო კაკაურიძე? კარგად ერკვევი სპორტში...ერთი შენ და მეორე კიდევ ჯამლეტ ხუხაშვილი...
კახა
17 ივლისი 2015 15:37
0
დედას და სიდის-ნამუსს გაფიცებ არ დაბლოკო!!!!
saintereso xalxia)
17 ივლისი 2015 12:58
0
სხვა შედეგები რატომ არ ცერია?
ალეკსანდრე
17 ივლისი 2015 12:14
0
ქართული გრამატიკა და ალეკო კაკაურიძე? კარგით რა.
kiko
17 ივლისი 2015 11:54
0
თავის მოედანზე..."დიფერდანჟს"...1:0!...როგორ მოახერხა?!
murtalo
17 ივლისი 2015 11:06
0
"ლატვიური კლუბის შემადგენლობაში არ უთამაშია ახალგაზრდა მცველს ლევან მახარაძეს, ვინც დაშავებულია." ვინც დაშავებულია არა - რომელიც დაშავებულია!საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ თქვენი საიტის და საერთოდ ქართული საიტების და ყოველდღიურად, ყველა სტატიაში რომელსაც ვკითხულობ ვაწყდები ასეთ იდიოტობებს და მე ვგიჟდები,მე ვაფრენ იმის გამო რომ,თუ სად სწავლობდნენ, სად იზრდებოდნენ, საერთოდ წაკითხული თუ აქვთ თუ არა ქართული ნაწარმოებები,გაგონილი აქვთ თუ არა ქართული გრამატიკა და საერთოდ სად პოულობთ ასეთ "პროფესიონალ" ჟურნალისტებს?!
დედას და სიდის-ნამუსს გაფიცებ არ დაბლოკო!!!!
17 ივლისი 2015 10:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული