გიორგი ლორიამ "ოლიმპიაკოსის" შეკრება დატოვა, კლუბი მას უშვებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გოლკიპერის, გიორგი ლორიას პირეოსული ოდისეა ხანმოკლე აღმოჩნდა - ის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი აღარ არის.

pamesports.gr-ის ინფორმაციით, გიორგი ლორიამ უკვე დატოვა "ოლიმპიაკოსის" შეკრება და ათენში დაბრუნდა კლუბის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად, ურთიერთობის გაუქმების თაობაზე.

"გიორგი ლორიამ დატოვა შეკრება ზეეფელნტში და ათენში გაემგზავრა. მას გაუშვებენ პირეოსული კლუბიდან.

"ოლიმპიაკოსმა" გადაწყვიტა, რობერტოსთან ერთად, გუნდში მეკარე სტეფანოს კაპინომ ითამაშოს. ლორია კი, ალბათ, თურქულ "ტრაბზონში" გააგრძელებს კარიერას. ამ კლუბმა გამოხატა მისი დამატების ინტერესი", - წერს საიტი.

აღსანიშნავია, რომ ლორია ერთადერთი არაა, ვისაც კლუბი უშვებს. იგივე ბედი ელის
ესპანელ მცველ ალბერტო ბოტიას, რომელსაც "ბარსელონაში", "სპორტინგსა" და "სევილიაში" უთამაშია.

სამწუხაროა, რადგან "ოლიმპიაკოსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბმა პაოკ-ს აჯობა და ქართველი გოლკიპერი დაიბევა. ის გუნდს შეკრებაზეც გაჰყვა და ერთ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ...

თურქული წყაროები მიზეზად საბერძნეთში ფინანსურ კრიზისს ასახელებენ, ბერძნული წყაროები კი - გუნდში საბერძნეთის ნაკრების გოლკიპერის, კაპინოს მისვლას.

სხვათა შორის, იმავე ბერძნული წყაროების ცნობით, ლორიას ერთი წინადადება უცნობი ქართული კლუბიდანაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გიორგი ლორიამ ბერძნულ ოფი-ში გაატარა. მან თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მაგრამ კლუბი გაკოტრდა და ჩემპიონატი მიატოვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუშინ აქ ერთი ტვინიკოსა რომ წერდა, სისულელეა ლორიას წასვლა საბერძნეთიდანო.... სადაა ნეტა ეგ ტვიინიკოსა ეხლა?
0
ძალიან ცუდია. ისედაც არასტაბილურია ეს მეკარე და კიდევ ეს ხეტიალი უნდა? არადა ახლა ბარსელონს ძირითადი მეკარე უნდა იყოს :D :D
ქართველი
18:50 17-07-2015
0

სიახლეები პოპულარული