ლეგიონი: "ზორიამ" სეზონი 6 გოლით გახსნა, ლიპარტიამ - საგოლე პასით

AutoSharing Option
17 ივლისს, უკრაინის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონი ზაპოროჟიეში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა "მეტალურგმა" ლუგანსკის "ზორიას" უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ერთმანეთის წინააღდგეგ უკრაინის მოქალაქე ვაკო გვილია და ჯაბა ლიპარტია წარსდგნენ. გამარჯვება კი ამ უკანასკნელის გუნდს დარჩა - "ზორიამ" ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს, პირველი გოლის დროს ასისტენტად კი სწორედ ლიპარტია მოგვევლინა.

ჯაბა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს (სავარაუდოდ ტრავმის გამო), გვილიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

დღეს უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება - ხარკოვის "მეტალისტი" ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატის"
მიიღებს, დონეცკის "ოლიმპიკს" კი გიორგი გადრანისა და დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცი" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული