შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარის ნაცვლად, რომელიც "ნაპოლიში" გადავიდა, "ემპოლის" მარკო ჯამპაოლო წვრთნის.
"თავიდან დაწყება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დავბრუნდით და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ.
ახალ მწვრთნელს საკმაოდ მძიმე ვარჯიშები აქვს, მაგრამ ჩვენ ყველას გვსურს, რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ და მწვრთნელს იმედები გავუმართლოთ.
ვარჯიშის მეთოდები განსხვავებულია, ვიდრე მისტერ სარის დროს იყო. ყველაზე რთული ალბათ, იმის გათავისებაა, რა სურს მწვრთნელს ჩვენგან. მათთვის, ვინც სამი სეზონის
ახლა მართლაც რთული სეზონი გველის, უნდა დავამტკიცოთ, რომ გასულ სეზონში წარმატება შემთხვევითი არ იყო. ყველამ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ გუნდისთვის.
მაგალითად, მე კიდევ უფრო მეტს გავიღებ, ვიდრე ეს შარშანდელ სეზონში შევძელი", - განუცხადა მჭედლიძემ "პიანეტა ემპოლის".
მჭედლიძემ კომენტარი გააკეთა გუნდიდან ფრანჩესკო ტავანოს წასვლაზეც:
"ძალიან დაგვაკლდება და მოგვენატრება, ეს ჩემს "ფეისბუკზეც" დავწერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია, მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ კარიერაში".