ლუიშ ნანი: ჯაბა კანკავამ კინაღამ კარიერა დამასრულებინა

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადებისას "დნიპროსა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩში (0:1) ინციდენტი მოხდა ჯაბა კანკავასა და ლუიშ ნანის შორის.

24-ე წუთზე ჯაბა პორტუგალიელს ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა, ჯაბამ ყვითელი ბარათი მიიღო.


აი, რა თქვა ამ ინციდენტზე ლუიშ ნანიმ:

"გაბრაზებული ვიქნები, აბა რა, მან კინაღამ კარიერა დამასრულებინა. ჯერ სეზონი არ დაწყებულა და ლაზარეთში ყოფნა ნამდვილად არ მინდა. აი, ამიტომ მქონდა ამ უხეშობაზე ასეთი მწვავე რეაქცია", - განაცხადა ნანიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქაჯი, დასახრჩობი იყო
0
ეს კანკავა როდის უნდა მორჩეს უხეშობას-თანამედროვე ფეხბურთში 10 კაცით თამაში ძნელი იქნება!
დათო
10:34 20-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული