კობახიძე, სასწრაფოდ "დნიპროში"! მარკევიჩი სანდროს იჯარიდან აბრუნებს

AutoSharing Option
ფოტოზე: შესაძლოა, სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავა ერთ გუნდში სულ მალე ვიხილოთ
ალექსანდრე კობახიძე
, რომელიც იჯარით ლუცკის "ვოლინში" თამაშობს, უახლოეს მომავალში დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო "დნიპროს" ეკუთვნის, "ვოლინში" კი ის იჯარის წესით თამაშობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, "დნიპროს" მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება 28 წლის ქართველი ფეხბურთელით გადაწყვიტა.

არადა, ცოტა ხნის წინ მარკევიჩი აცხადებდა, რომ იჯარით გაშვებული ფეხბურთელების "დნიპროში" დაბრუნებაზე არ ფიქრობდა... მაგრამ ახლა გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და როგორც ჩანს, სანდროს დაბრუნების საკითხი რეალურია.

გასულ
სეზონში კობახიძემ ლუცკის გუნდში 24 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ახლახან დაწყებული უკრაინის პრემიერლიგის პირველსავე ტურში კი "ვოლინმა" მისი გოლის წყალობით სტუმრად "ვორსკლასთან" ქულა მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ "დნიპროს" ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული