"საბერძნეთის ნაკრებში კრიტიკულ მომენტში მოვედი. ძალიან მძიმე სამუშაო მერგო. გულმოდგინედ და დიდი სიყვარულით ვიმუშავე. ბერძენ ფანებს ბოდიშს ვუხდი, რადგან შედეგი კატასტროფულია. მადლობა ფეხბურთელებს და ბერძნულ მედიას, მე მივდივარ", - განაცხადა მარკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში საბერძნეთის ნაკრების თავკაცობაზე ორი კანდიდატურა გამოიკვეთა, თემურ ქეცბაიასი და სერხიო მარკარიანის. თითქოს, ქეცბაია ფავორიტი იყო, მაგრამ ფედერაციამ მარკარიანი აირჩია.
მარკარიანის თავკაცობით, საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2016-ის მატჩში 1:2 წააგო ფარერების ნაკრებთან. საოცარია, მაგრამ ფაქტია - საბერძნეთის ნაკრებს
themasports.com-ის ცნობით, არ უნდა გამოირიცხოს, რომ 4 სექტემბერს, ფინეთთან მატჩში საბერძნეთის ნაკრები თემურ ქეცბაიამ გაიყვანოს.