"რუბინი" საბა კვირკველიას "ტრაბზონში" არ გაყიდის, მით უმეტეს - 3,5 მლნ ევროდ

AutoSharing Option
რუსულ და თურქულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყაზანის "რუბინი" საბა კვირკველიას "ტრაბზონსფორს" 3,5 მლნ  ევროდ მიჰყიდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ rt-online.ru სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ ყაზანური კლუბი საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველის გასხვისებაზე არ ფიქრობს და შესაბამისად, არც მოლაპარაკებებს მართავს.

"მით უმეტეს, რომ კვირკველიას საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება იმ თანხას, რომელიც გავრცელებულ ცნობაში იყო დასახელებული", - წერს საიტი.

ცნობისთვის, ცნობილ საიტ "ტრანსფერმარკტზე" საბას სატრანსფერო ფასის გრაფაში 4,5 მლნ ევრო უწერია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
კვირკველიას ტრაბზონში წაყვანის ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იყო და "რუბინი" მასში 3,5 მლნ ევროს ითხოვდა, "ტრაბზონსფორი" კი ფასის დაკლებას ეშურებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული