"დნიპროს" თავკაცი მირონ მარკევიჩი: სანდრო კობახიძის იმედი მაქვს...

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გუნდში ქართველი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი "დნიპროს" ეკუთვნის, ლუცკის "ვოლინში" კი იჯარით თამაშობს. ბოლო დროს შექმნილი საკადრო პრობლემების გამო "დნიპრო" სანდროს უკან გამოხმობას აპირებს...


23 ივლისს, ტელეარხ "ფუტბოლ 1"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარკევიჩმა თქვა:

"კობახიძის იმედი მაქვს, მაგრამ არამხოლოდ მისი. მაქვს იმედი, რომ ჩვენთვის პრობლემურ პოზიციებზე ვიღაცებს ავიყვანთ.

გუნდისთვის ამოცანები არ დაუსახავთ. "დნიპრო" ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ თვითონ
უნდა დავისახოთ მიზანი. გუნდს, რომელმაც ევროპალიგის ფინალში ითამაშა, არ აქვს უფლება, ცუდად ითამაშოს".

შეგახსენებთ, რომ "დნიპროს" ღირსებას ჯაბა კანკავა იცავს, რომელმაც შესაძლოა კარიერა ფრანგული ლიგა 1-ის კლუბ "რეიმსში" გააგრძელოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული