შოთა არველაძე: ახალ ფეხბურთელებს ისევ ვეძებთ

AutoSharing Option
ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" სტუმრადაც დაამარცხა ლუქსემბურგის "დიფერდანჟი" (2:1) და III ეტაპზე გავიდა.


მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვთქვით, რომ საპასუხო მატჩში უფრო გაგვიიოლდებოდა, ასეც იყო. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ და ეს ეტაპი დავძლიეთ. უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ თამაშში.

მინდა, რომ უფრო უკეთ ვთამაშობდეთ, ბურთს იოლად ვკარგავდით, შევცდით გოლის მიღების ეპიზოდშიც, ეს სამწუხაროა.

ჩვენ ჯერ მოსამზადებელ პერიოდში ვართ, ფეხბურთელთა ნაწილს ოპტიმალური წონის და ფორმისთვის ჯერ არ მიუღწევია.

მადლობა ფანებს,
რომელთაც არც საპასუხო მატჩში დაგვაკლეს მხარდაჭერა.

მსურს, რომ ბურთის დაკარგვისას უცბად ვიმოქმედოთ და იქვე დავიბრუნოთ ის. მეტი ენთუზიაზმით თამაშიც არ გვაწყენდა. ვფიქრობ, შემდეგ რაუნდშიც ანალოგიური ტიპის თამაშები გვექნება".

"ტრაბზონი" გერმანიაში დაბრუნდება და მზადებას გააგრძელებს, 28 ივლისს კი მაკედონიაში გაემგზავრება, "რაბოტნიჩკისთან" სათამაშოდ.

შოთას სავარაუდო ტრანსფერებზეც დაეკითხნენ: "ვფიქრობ, გუნდში უკვე ბევრი ფეხბურთელი გვყავს - 26, თუმცა ჩვენ კვლავ ვეძებთ გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელებს".

შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონში" გადასვლას სხვებთან ერთად, ქართველებს, გიორგი ლორიასა და საბა კვირკველიას უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უცბათ არა, უცბად.
odala
17:47 24-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული